პრემიერი: არ გვინდა დამატებითი შემოსავალი და ტურისტი, რომელიც ჩვენს კანონს არად ჩააგდებს

პრემიერი: არ გვინდა დამატებითი შემოსავალი და ტურისტი, რომელიც ჩვენს კანონს არად ჩააგდებს

რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში დისკრიმინაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. აღნიშნულ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. იქ შესვლის უფლებას მხოლოდ ქართველ გოგოებს აძლევენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძეს თხოვნით მიმართა, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

„თუ ეს არის რაიმე დახურული კლუბის ტიპი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის, თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

1 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341