პრემიერი: კატეგორიულად მოვითხოვ, რესპუბლიკის მოედანთან ბარების პრობლემა მოგვარდეს

პრემიერი: კატეგორიულად მოვითხოვ, რესპუბლიკის მოედანთან ბარების პრობლემა მოგვარდეს

რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში დისკრიმინაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. აღნიშნულ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. იქ შესვლის უფლებას მხოლოდ ქართველ გოგოებს აძლევენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაავალა ამ პრობლემით დაინტერესდეს და ამ საკითხს კანონის ფარგლებში მიუდეს. 

„ამ კუთხით ადრე იყო პრობლემები, შემდეგ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

მინდა შს მინისტრს და სამინისტროს დავავალო, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა, როგოც მე ვიცი ადგილობრივ მამაკაცებს ამ ობიექტებში არ უშვებენ. სამწუხაროდ, მხოლოდ მანდილოსნებს უშვებენ. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და კანონიერად მივუდგეთ ამ საკითხს.

ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით საშუალება გვაქვს, ასეთ შემთხვევებში ჩვენი უფლებები დავიცვათ.

ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით. მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს პერიოდში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა ასევე ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძეს თხოვნით მიმართა, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში. 

„თუ ეს არის რაიმე დახურული კლუბის ტიპი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის, თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

54 წუთის წინ

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186