პრემიერი: ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან გვახარებს

პრემიერი: ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან გვახარებს

"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ დადებით სტატისტიკას, რომელიც გვაქვს. ნახევარი მილიონი ადამიანით გაიზარდა საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 2016 წელს. 6 350 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს. 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 2017 წლის პირველ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამ მიმართულების განვითარება კიდევ გაგრძელდება, რადგან მას კონკრეტული შეხდეგები მოაქვს.

 „ეს არის ძალიან კარგი შედეგი და ეს არის შედეგი იმ საერთო ძალისხმევის, რომელსაც ვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების თვალსაზრისით. 

ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ინვესტიციები, რომელსაც ვახორციელებთ 4 სეზონიანი კურორტების შექმნისთვის, ასევე ტურისტული მიმართულებების, ახალი გზების მშენებლობის, საჯარო-კერძო სექტორებს შორის პარტნიორული მოდელების განვითარების თვალსაზრისით არის კიდევ უფრო გასაფართოებელი, ვინაიდან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები ადგილობრივი ბიზნესისთვის და ადგილობრივი მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავლის სახით. 

ეს მიმართულება გაგრძელდება, გაძლიერდება. წელს არაერთ საერთაშორისო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემებში საქართველო დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი. ზოგიერთ გამოცემაში ყველაზე მიმზიდველი ახალი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და ეს არის ძალიან მისასალმებელი შედეგი, რომელიც გვახარებს“,- აღნიშნა პრემიერმა.

თბილისის იუსტიციის სახლთან 26 მაისის თაღი გაიხსნა

თბილისის იუსტიციის სახლთან 26 მაისის თაღი გაიხსნა

7 წუთის წინ

იუსტიციის სახლის შესასვლელთან აღმართული თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა ევროპასთან დასაბრუნებლად. თანამედროვე ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად მისულ საქართველოს მოქალაქეებს სიმბოლურად იმავე...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341