პრემიერი: ჩუმათელეთი-ხევის 12 კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას ვიწყებთ

პრემიერი: ჩუმათელეთი-ხევის 12 კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას ვიწყებთ

"დღეს ჩუმათელეთი-ხევის 12 კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას ვიწყებთ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 მისი თქმით, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. 

„ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებასაც იანვარში ვიწყებთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 
პრემიერის ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში 800 კილომეტრიანი გზის დაგება იგეგმება. 

„4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი არის სივრცითი განვითარების გეგმა“, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

1 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341