შალვა ხუციშვილი: ვის ექნება ე.წ. გასაღები, ამას ალბათ მომდევნო კვირაში განვიხილავთ

შალვა ხუციშვილი: ვის ექნება ე.წ. გასაღები, ამას ალბათ მომდევნო კვირაში განვიხილავთ

ვის ხელში იქნება ფარული მოსმენების დროს ე.წ. გასაღები, ამაზე სავარაუდოდ მომდევნო კვირაში იმსჯელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა.

„აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა , ასევე არასამთავრობოებმაც ზოგადად ვიმსჯელეთ თუ რა ფორმატით ვიმუშავებთ. კონკრეტული იდეა, თუ ვის ექნება ეს გასაღები, იქნება ეს დამოუკიდებელი თუ როგორ იქნება, ამას ალბათ განვიხილავთ მომდევნო კვირაში, როცა მოდელები იქნება წარმოდგენილი. რაც მთავარია, ყველა მხრიდან სამუშაო ფორმატი არის ძალიან კონსტრუქციული, იმედი მაქვს ჩვენ ამ ფორმატში შეთანხმებას მივაღწევთ“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

როგორც ხუციშვილი ამბობს, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულია.

„თუმცა ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ მთავარია მოხდეს პოზიციების თანხვედრა და სამუშაო ჯგუფმა დააბალანსოს ადამიანის უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება.

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341