საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იაპონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იაპონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად იაპონიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრს რიოსეი ტანაკას შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის მთავრობასთან სამომავლო ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობის საკითხებს.

გასული წლის დეკემბერში ქართულმა მხარემ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიური მოლაპრაკება დაიწყო ახალი სასესხო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთის 15კმ-იანი F4 სექციის მშენებლობის დაფინანსებისათვის იქნება მიმართული, რაც ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობას გულისხმობს .

ზურაბ ალავიძემ სტუმარს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო, რაშიც სამმილიარდნახევარი ლარი დაიხარჯება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, პროცესების დაჩქარების მიზნით, ბატონ ტანაკას შუამდგომლობა სთხოვა იაპონიის ფინანსურ ინსტიტუტებთან.

"ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირის დამყარებიდან 25 წელი გავიდა და მოხარული ვარ, რომ წელს პირველად ვიმყოფები საქართველოში . იაპონიის პარლამენტში მე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ვარ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას.

მოხარული ვიქნებით, თუ ეს ვიზიტი წინ წაწევს კონკრეტულ სფეროებში ჩვენს თანამშრომლობას", - განაცხადა იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა.

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

2 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341