ვაშინგტონის შემდეგ, გიორგი ვაშაძე შეხვედრებს ჩიკაგოში მართავს

ვაშინგტონის შემდეგ, გიორგი ვაშაძე შეხვედრებს ჩიკაგოში მართავს

გიორგი ვაშაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ვაშინგტონის შემდეგ, "ახალი საქართველოს" ლიდერი შეხვედრებს ჩიკაგოში მართავს. აღნიშნულის შესახე ინფორმაციას ინოვაციებისა და განვითარების ფონდი ავრცელებს.

მიღწეები საქართველოსა და უკრაინაში, გატარებული და ახალი თაობის რეფორმები და გამოწვევები. გიორგი ვაშაძემ ილინოისის შტატის ეკონომიკისა და სავაჭრო დეპარტმანეტში ჯენიფერ ორუკთან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრისას აღინიშნა ის რეფორმები რომელსაც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" წარმატებით ახორციელებს. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა ჩიკაგოს დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯეკობ კაპლანთან. განიხილეს პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

"მივიღეთ მხარდაჭერა მომავალი თანამშრომლობის და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განვიხილეთ პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობის საკითხები. ჩვენს პარტიორებს გავაცანით ის რეფორმები, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში განვახორციელეთ. ვისაუბრეთ "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" პროექტების იმპლემენტაციის შესაძლებობებზე ილინოისის შტატში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ახალი თაობის რეფორმებზე ისაუბრა გიორგი ვაშაძემ ჩიკაგოს ბიზნეს სკოლაშიც, სადაც ის საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელი შეკრებილებს იმ გზებზე ესაუბრა, რომელიც საქართველომ და უკრაინამ, ბიუროკრატიიდან ახალ რეალობამდე განვლეს.

გიორგი ვაშაძის ვიზიტი შტატებში 4 იანვარს დაიწყო და 15 იანვარს დარულდება. დაგეგმილია 35-მდე ოფიციალური შეხვედრის გამართვა.

ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა

ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა

17 საათის წინ

აქვე, აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში საქართველო ჯამში 16 პუნქტით დაწინაურდა და დაიკავა პირველი ადგილი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, კერძოდ, ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორებიცაა ყაზახეთი...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341