თეთრი სახლი: პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა მიზანშეწონილია

თეთრი სახლი: პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა მიზანშეწონილია

აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „მიზანშეწონილია“,-ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა. ვიდეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტ პუტინს რამდენჯერმე შეხვდა", - განაცხადა ერნესტმა.

"ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება", - დასძინა მან. თეთრი სახლის პრესმდივნის განმარტებით, პუტინი ტრამპთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას თანამდებობის დაკავების შემდეგ მიიღებს.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მეთაური ვლადიმერ პუტინი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს არ გეგმავდა. 

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

15 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167