ნუგზარ წიკლაური: ველოდები, რომ უახლოეს დღეებში ბოკერიას ჯგუფი "ნაცმოძრაობას" დატოვებს

ნუგზარ წიკლაური: ველოდები, რომ უახლოეს დღეებში ბოკერიას ჯგუფი "ნაცმოძრაობას" დატოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ის ელოდება, უახლოეს დღეებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოკერიას ფრთა გავა.

როგორც წიკლაურმა „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, არაკორექტულია საუბარი იმაზე, რომ პარტია ორ ნაწილად გაიყოფა.

„ნაცმოძრაობის“ ორ ნაწილად გაყოფას არც ველოდები და არც მგონია, რომ ამაზე შეფასება კორექტულია. საქმე გვაქვს იმასთან, რომ პარტიიდან წევრების გარკვეულ რაოდენობას გასვლა უნდა. თუ გახსოვთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარტიიდან გავიდნენ წევრები და პარლამენტში ფრაქციები შექმნეს, შემდეგ იყო „გირჩების“ გამოყოფა, ისინიც ასევე პარლამენტის წევრები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო. თუმცა, ვერ ვიტყოდი რომ ელექტრორატის მხრივ იოტისოდენად მაინც დააზარალებს „ნაცმოძრაობას“.

ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ საკუთარი პარტიისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ. ვგულისხმობ დაგმობის კამპანიას. ეს არის სრულიად ოდიოზური და არადემოკრატიული პროცესი. ეს სულ უფრო მცირე შანსს უტოვებს მათ, რომ ენმ-ს წიაღში განაგრძონ საქმიანობა. გონიერი ხალხია და კარგად ხვდებიან, რომ საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხდნენ, რომელიც თავადვე დაიწყეს. ამიტომ ველოდები, რომ უახლოეს დღეებში პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ისინი უნდა დაელოდონ ყრილობის ვერდიქტს. მაგრამ ამ ხალხთან მათი ურთიერთობა არის იმდენად კრიტიკული, რომ ძალიან ეჭვი მეპარება რომ საერთოდ მოვიდნენ ყრილობაზე“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „აიპრესთან“ ინტერვიუში.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040