გიორგი მარგველაშვილი: ისრაელთან ტურიზმის კუთხით მზარდი შესაძლებლობები გვაქვს

გიორგი მარგველაშვილი: ისრაელთან ტურიზმის კუთხით მზარდი შესაძლებლობები გვაქვს

„მინდა გამოვხატო ჩემი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ისრაელის პრეზიდენტის მიმართ. ჩვენთან სტუმრად არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, იმ ერის ლიდერი, რომელთა დამოკიდებულებაც გამოხატულია მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რუვენ რივლინთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის; ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობა წელს 25 წლის შესრულდება და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის; მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენი ებრაელი მეგობრები“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ისრაელში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„დღეს მინდა გამოვხატო გულისტკივილი და შეშფოთება იმ ტერორისტული აქტის გამო, რომელიც გუშინ მოხდა ისრაელში. ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს, გამოვხატავთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში, როდესაც ქვეყანაში ტერაქტი მოხდა.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას, მიგვიყვანს ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ამ კონკრეტულ ტერორისტულ აქტებთან მიმართებაში, ასევე იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ჰქვია ISIS-ის პრობლემა და, რომელიც კაცობრიობის კეთილი ნებისა და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც ამ ძალიან კარგი ურთიერთობების ფონზე ეფექტიანად ხორციელდება საქართველოსა და ისრაელს შორის.

ჩვენ გვაქვს ყველა სახელმწიფოებრივი და სამთავრობო ფორმატი იმისათვის, რომ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საზოგადოებებისგან და ხალხებისგან ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ისრაელთან ტურიზმთან მიმართებაში მზარდი შესაძლებლობები აქვს.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ბიზნესმენთა უფრო აქტიური დაახლოებისაკენ და უფრო აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისაკენ გადაიდგას საქართველოსა და ისრაელს შორის, რაც ნამდვილად დიდ შესაძლებლობას შეიცავს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

The post გიორგი მარგველაშვილი: ისრაელთან ტურიზმის კუთხით მზარდი შესაძლებლობები გვაქვს appeared first on iMtavroba.

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

08 ივნისი, 2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167