ნინო კალანდაძის პასუხი ზურაბ ჭიაბერიშვილს: დასხედით, დღესაც ორიანი, ბიჭებო!

ნინო კალანდაძის პასუხი ზურაბ ჭიაბერიშვილს: დასხედით, დღესაც ორიანი, ბიჭებო!

"ამ ადამიანებმა თავიანთი გადაწყვეტილებით, პარტია შეიყვანეს ჩიხურ სიტუაციაში",-ამ განცხადებით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თანაგუნდელ ლევან ბეჟაშვილს უპასუხა. ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე წევრის საპარლამენტო სიიდან ამოღების მოთხოვნით მიმართა. სიაში ერთ-ერთი ნინო კალანდაძეც იყო.

ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას ნინო კალანდაძემ თავის სოციალურ ქსელში უპასუხა:

"ამასობაში, მესამედაც ჩააზუსტეს.
ჯერ თქვეს, ვინც პარლამენტში შესვლას არ უჭერდა მხარს, ისინი ამოვრიცხეთო საპარლამენტო სიიდან. მაგრამ მალევე აღმოაჩინეს, რომ, კენჭისყრის დროს, ამორიცხულთა და განდევნილთაგან ორმა მხარი დაუჭირა პარლამენტში შესვლას, ორმა თავი შეიკავა და ერთიც სულ არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს იმ სხდომას. ამიტომ, ურცხვად განავრცეს კრიტერიუმი: სიიდან ამოვიღეთ ყრილობის საორგანიზაციო კომისიის წევრებიო.

ცოტა ხანში გაარკვიეს, რომ ისევ შეუსაბამობაა: სიიდან ამოღებულებს შორის აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ვერც პირველ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ვერც მეურეს, ანუ ვინც პარლამენტში შესვლას მიცა ხმა და საორგანიზაციო კომისიის წევრი არ არის.

ისევ იფიქრეს, იფიქრეს და მესამედ ჩააზუსტეს - სინამდვილეში, ჩვენი გადაწყვეტილება ბევრი კრიტერიუმის კომბინაციას ემყარებოდაო: ისიცო, ისიცო და კიდე ვინც საორგანიზაციო კომისიის შეაქმნევინათო. მაგრამ ისევ გამორჩათ, რომ ეს კომიტეტი 30 კაცის ხელმოწერით შეიქმნა და მათგან ზოგიერთი დღესაც საპარლამენტო სიაშია, ზოგი კი - მთლად მათ რიგებში. იგივე ვრცელდება პოლიტსაბჭოს “ბოიკოტზეც“.

სერგო რატიანმა 30 ნოემბრის გადამწყვეტ სხდომაზე ის არ იცოდა, დღის წესრიგში რა საკითხები იყო შეტანილი და მათ წარმოდგენილ წესში რა ეწერა. ვინ ელის, რომ ის ეცოდინებოდა, ვინ რა კრიტერიუმით ამორიცხეს სიიდან. მან, როგორც ჩანს, ისიც კი არ იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ბავშვობაში არ ასწავლეს.

ხუმრობა იქით იყოს და სწორედ არათანმიმდევრულობაა ყველაზე საზიანო პოლიტიკაში. რამდენად არაინფორმირებულიც უნდა იყოს ამომრჩეველი, ტყუილს ადვილად გრძნობს; შემდეგ ეჭვებიც ადვილად უჩნდება და ტყუილისთვის გადასახდელი პოლიტიკური ფასიც იზრდება. სერგომ ალბათ არც ეს იცის, მაგრამ ქართული პოლიტიკის თვითგამოცხადებულ მამებს ამდენი უნდა ესმოდეთ.

ამიტომ, დასხედით. დღესაც ორიანი ბიჭებო. ამოგეღოთ სიიდან პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე 28-ე ნომერი (ნინო კალანდაძე) ან გულწრფელად გეთქვათ, სიას ვცვლით, რომ დავსაჯოთ ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჩვენივე თანაპარტიელებიო. ცხადია, თავს მაინც შეირცხვენდით, მაგრამ ამდენ უხერხულ თავის მართლება-ჩაზუსტებას ხომ გადარჩებოდით?!"

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341