კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა, – ამის შესახებ კომპანია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნნული, ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 5 მეტრი სიღრმეზეა განთავსებული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 7 იანვარს, საღამოს 22:00 საათიდან, ხვალ, 8 იანვრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის, ქოშიგორას, ფერაძის ქუჩებს. სასოფლოს დასახლებას, ხელაშვილის ქუჩას, სოფელ ზურგოვანს. ამერიკის საელჩოს დასახლებას და მუხათგვერდის ქუჩას. დიდი დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებებს, ტოიოტას მიმდებარედ ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას, ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას, დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასასახლებას, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის, გოთუას ქუჩებს და ზემო ვეძისის დასახლების ნაწილს.

“წყალმომარაგების აღდგენამდე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა

ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა

16 საათის წინ

აქვე, აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში საქართველო ჯამში 16 პუნქტით დაწინაურდა და დაიკავა პირველი ადგილი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, კერძოდ, ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორებიცაა ყაზახეთი...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341