ზაზა ფაჩულია: მთავარი All-Star-ის აღიარება კი არა, ის სიყვარულია, რასაც ჩემი ხალხისგან ვგრძნობ

ზაზა ფაჩულია: მთავარი All-Star-ის აღიარება კი არა, ის სიყვარულია, რასაც ჩემი ხალხისგან ვგრძნობ

"ეს განსაკუთრებული მომენტია და ძალიან ვაფასებ ამ მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა არის ის, რაც  მამოძრავებს",-ამის შესახებ ზაზა ფაჩულიამ უცხოელ ჟურნალისტთან NBA-ს All-Star-ის გამოკითხვის საშუალედო შედეგებზე საუბრისას განაცხადა. 

"ჩემთვის მთავარია, არა ALL STAR -ის თამაში თუ ის აღიარება და დაფასება, რაც თამაშთან ასოცირდება, არამედ ის მხარდაჭერა და სიყვარული რომელსაც ვგრძნობ.

ჩემი აზრით ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ. არ ვამბობ რომ იდეალური ვარ, მაგრამ ჩემი ხალხისთვის და საზოგადოებისთვის ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, ეროვნული ნაკრებისთვის თამაში, შენს ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვა საბოლოოდ მხარდაჭერაში გამოიხატება და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

ჩემთვის ეს ძალიან ამაღლევებელია, რადგან ლაპარაკია არა 1-2 ათას ხმაზე, არამედ ასობით ათას ხმაზე, თან თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მასშტაბს, მხოლოდ 3.5 მილიონ ადამიანს, გამოდის, რომ მთელი ქვეყანა ჩართულია ამ პროცესში და სიმართლე  გითხრათ, ჩემთვის ეს რაღაცას ამბობს",-განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. 

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

36 წუთის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტთან შეკრებილი ძიუდოისტები იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237