ბაქრაძე: გიგის გათავისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესის დასაწყისი უნდა გახდეს

ბაქრაძე: გიგის გათავისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესის დასაწყისი უნდა გახდეს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გიგი უგულავას საპატიმროდაბ გათავისუფლებას ულოცავს.

მისი თქმით, გიგი უგულავას პოლიტიკაში აქტიური დაბრუნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადარჩენისათვის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის წარმატებით დასრულებისათვის მნიშვნელოვანია.

"გიგი უგულავას ვულოცავ თავისუფლებას! ვულოცავ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს! ვულოცავ გიგის ციხის კედლების დატოვებას, სადაც მან, როგორც პოლიტპატიმარმა, ორნახევარი წელიწადი გაატარა. 

მისი გათავისუფლება იმ პროცესის დასაწყისი უნდა გახდეს, როდესაც საპატიმროს ყველა პოლიტპატიმარი დატოვებს. პოლიტპატიმრების არსებობა საქართველოში ვნებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მთლიანად ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს.

საქართველო თავისი განვითარების ურთულეს ეტაპზე იმყოფება. გიგი უგულავას აქტიური დაბრუნება პოლიტიკაში საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადარჩენისათვის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის წარმატებით დასრულებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს მეგობარს თავისუფლებას და ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენს საერთო ბრძოლაში!", - წერს დავით ბაქრაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

კობახიძე: პრეზიდენტის საუბარი ცარიელ მაცივარზე ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმია

კობახიძე: პრეზიდენტის საუბარი ცარიელ მაცივარზე ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმია

16 წუთის წინ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მიზანშეუწონლად გაბერილია. „მე მახსოვს, საუბრობდა ბატონი პრეზიდენტი ეკონომიკასთან დაკავშირებით, მის გამოსვლაზე აღარ შევჩერდები, იყო აბსოლუტურად სუსტი...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319