GWP ახალი სპეცტექნიკის საშუალებით ერთდროულად 18 წერტილში მუშაობს

GWP ახალი სპეცტექნიკის საშუალებით ერთდროულად 18 წერტილში მუშაობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც 81.3 მილიონ ლარს შეადგენს. დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა, რაშიც 4.55 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

დღეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები აღჭურვილია თანამედროვე JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით და მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმები ლაფეტებით.

მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში კომპანიამ უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. 2017 წლის განმავლობაში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად საერთო ჯამში დამატებით 500 სამუშაო ადგილს შექმნის.

ამ მომენტში, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით კომპანია სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაონში, ერთდროულად 18 წერტილში აწარმოებს.

საბურთალოს, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება.

აღნიშნული თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და დამატებითი სამუშაო ბრიგადების მობილიზებით, კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე 170 კმ ქსელს განაახლებს.

ასევე, ევროპული სტანდარტის 1700-ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზურნველყოფს.

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

2 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341