ვენესუელაში ახალი ვიცეპრეზიდენტი დანიშნეს

ვენესუელაში ახალი ვიცეპრეზიდენტი დანიშნეს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 47 წლის ტარეკ ელ აისამი ქვეყნის ახალ ვიცეპრეზიდენტად დანიშნა,-ინფორმაციას ტელეარხი Telesur ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ელ აისამმა არისტობულო ისტურიცი შეცვალა, რომელიც მუნიციპალიტეტებსა და სოციალურ მოძრაობებს უხელმძღვანელებს. კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვენესუელის პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს, ნიკოლას მადუროს ვიცე-პრეზიდენტი შეცვლის და ის ახალი პრეზიდენტი გახდება.

გარდა ამისა, მადურომ მინისტრთა კაბინეტში მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. მან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთმანეთთან დაკავშირება გადაწყვიტა, რომელსაც რამონ ლობო უხელმძღვანელებს.

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს

5 წუთის წინ

როგორც მაიკლ პენსი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში დათმობებზე არ წავა. "ეს კიმ ჩენ ინის დიდი შეცდომა იქნება. ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა შეხვედრა გააუქმოს", - განაცხადა პენსმა. პირდაპირ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341