დონალდ ტრამპმა Ford-ს მექსიკაში ქარხნის მშენებლობის პროექტის შეჩერებისთვის მადლობა გადაუხადა

დონალდ ტრამპმა Ford-ს მექსიკაში ქარხნის მშენებლობის პროექტის შეჩერებისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპანია Ford-ს მექსიკაში ქარხნის მშენებლობის პროექტის შეჩერებისთვის მადლობა გადაუხადა,-ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მისი თქმით, ახალი საწარმოს მშენებლობაზე უარის თქმა შეერთებულ შტატებში 700 ახალი სამუშაო ადგილს შექმნის, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმოების დასაწყისს ნიშნავს.

„დიდი მადლობა Ford-ს, რომ გეგმის შესრულებაზე უარი თქვა და შეერთებულ შატტებში 700 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს მხოლოდ დასაწყისია“,-წერს ტრამპი.

კომპანია Ford Motor-მა მექსიკაში ახალი ქარხნის მშენებლობაზე უარის თქმა ტრამპის კრიტიკის გამო გადაწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება მსუბუქი ავტომობილების რეალიზების შემცირებას და ტრამპის გაპრეზიდენტებას უკავშირდება.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, კომპანია Ford Motor-მა განაცხადა, რომ მზადაა მასთან ითანამშრომლოს. ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კომპანია „ფორდის“ აქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს

3 წუთის წინ

როგორც მაიკლ პენსი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში დათმობებზე არ წავა. "ეს კიმ ჩენ ინის დიდი შეცდომა იქნება. ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა შეხვედრა გააუქმოს", - განაცხადა პენსმა. პირდაპირ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341