ზაზა ხუციშვილი: მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით რეგულაცია საჭიროა

ზაზა ხუციშვილი: მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით რეგულაცია საჭიროა

პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი „აიპრესთან“ აცხადებს, საქართველოს ბუნებაში დისბალანსია - ჩლიქოსანი ცხოველის რაოდენობას მტაცებელი ცხოველის რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მისი თქმით, მტაცებელი ცხოველები ხშირად ადგილობრივ მოსახლეობას და მსხვილფეხა საქონელსაც ესხმიან თავს. შესაბამისად, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო. 

„მტაცებელ ცხოველზე რეგულაციას მხარს ვუჭერ. დისბალანსი, რომელიც საქართველოში გვაქვს, სწორი არ არის. ხშირად ამბობენ, მტაცებელი არის ტყის სანიტარი, კი ბატონო, ეს მაშინ, როდესაც ათასობით ჩლიქოსანზე ერთი მტაცებელი მოდის, მაგრამ, როდესაც საქართველოში 300-მდე კეთილშობილი ირემი გვყავს და 2000-ზე მეტი მგელი, ვხვდებით რამხელა დისბალანსია. 

გარდა ადამიანებზე თავდასხმისა, უამრავი შემთხვევაა შინაურ პირუტყვზე თავდასხმის, უკანასკნელ მარჩენალ ძროხებს უჭამენ. სხვათაშორის, თბილისთან ძალიან ახლოს, წყნეთში, ახალდაბაში სეზონი არ გასულა, შინაურ ცხოველს არ დასხმოდნენ თავს. ეს იქიდან გამომდინარეობს, როდესაც დისბალანსია და ტყეში იმდენი საკვები აღარ არის, ბუნებრივია დამშეული მტაცებელი ცხოველი შინაურ ცხოველს უტევს, ამიტომ რეგულაცია საჭიროა“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შევიდა. ინიციატორი ითხოვს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შევიდეს, რომლის თანახმადაც, ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვას და განვითარებას. საუბარია მგელზე და ტურაზე. 

ზაზა ხუციშვილის განცხადებით, პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას აუცილებლად განიხილავს. 

„იქნება საკომიტეტო მოსმენა და ამ საკანონმდებლო წინადადებაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ. ნადირობის კანონი ცალკე შემოდის. მტაცებელ ცხოველზე რეგულაცია საჭიროა. საინტერესო იქნება სპეციალისტების მოსაზრება. ამას უნდა პროფესიონალი მონადირეების ჩართულობა“, - აცხადებს დეპუტატი. 

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237