მარინ ლე პენი: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, ევროზე უარს ვიტყვით

მარინ ლე პენი: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, ევროზე უარს ვიტყვით

საფრანგეთის პარტია "სახალხო ფრონტის" ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შეთხვევაში, ქვეყნის ვალი ახალ ეროვნულ ვალუტაში დაანგარიშდება,-ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ ერთიანი ვალუტაზე, როგორც ევროა უარი უნდა თქვას და მის ნაცვლად ECU დაბრუნდეს.

ECU - სავალუტო ერთეულია, რომელიც ევროპის მონეტარულ სისტემაში 1979-1998წწ-შ გამოიყენეს.

პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ლე პენმა ყირიმის რუსეთთან შეერთებას ლეგიტიმური უწოდა.

გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აპარატის უფროსმა, ალექსანდრ ტკაჩუკმა გამოცემა Обозреватель-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ეროვნული ფრონტის" ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადება ყირიმის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით შესაძლოა მისი უკრაინაში არშეშვების საფუძველი გახდეს.

საფრანგეთის პარტია "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, მარინ ლე პენმა სატელევიზიო არხ BFMTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთება და მთელი პროცედურა სრულიად ლეგიტიმურია.

"აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ეს უკანონო ანექსია იყო: რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ყირიმის მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ რუსეთთან მიერთება სურთ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ლე პენის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილია.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

13 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193