ომბუდსმენი: პატრიარქის ღვაწლი საქართველოს მოსახლეობის წინაშე დიდია

ომბუდსმენი: პატრიარქის ღვაწლი საქართველოს მოსახლეობის წინაშე დიდია

სახალხო დამცველი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს:

“საქართველოს სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უდიდესი პატივისცემით ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

უჩა ნანუაშვილი მადლიერებას გამოხატავს უწმიდესსა და უნეტარესისადმი ყველა კეთილი საქმისთვის და განსაკუთრებით მისი მუხლჩაუხრელი მცდელობისთვის, რომ ქვეყანაში არსებულ კონფესიებსა და ეთნოსებს შორის ტოლერანტული დამოკიდებულება და ურთიერთგაგება დამკვიდრდეს.

დიდია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს მოსახლეობის წინაშე”.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

3 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237