ერდოღანი: ახალი წლის ღამით მომხდარი ტერაქტის მიზანი თურქი ერის გაყოფა იყო

ერდოღანი: ახალი წლის ღამით მომხდარი ტერაქტის მიზანი თურქი ერის გაყოფა იყო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ახალი წლის ღამით მომხდარი ტერაქტის მთავარი მიზანი თურქი ხალხის გაყოფის მცდელობა იყო,-ინფორმაციას Hurriet ავრცელებს.

პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ერის გაყოფის მსურველები მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.

Reuters-ის ცნობით, ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ღამის კლუბში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის, როგორც ერისა და სახელმწიფოს გაყოფის მიზანმიმართული მცდელობა იყო.

"თურქეთში არავის სიცოცხლეს მუდმივი საფრთხე არ ექვემდებარება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სტამბოლში ახალი წლის ღამეს, ღამის კლუბში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაშავდა.

დაღუპულთა შორის 19 უცხოელია. გუბერნატორის თქმით, ტერაქტში ერთი პიროვნება მონაწილეობდა, რომელიც სანტა კლაუსის ფორმაში იყო გამოწყობილი. მანამდე ეჭვი ჰქონდათ, რომ ტერაქტი ორი პირის მოწყობილი იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

14 წუთის წინ

მას შემდეგ, რაც იგი ძაღლს ბინაში შეუშვებს და კარს დახურავს, სწრაფად ტოვებს ადგილს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ მძარცველის ამოცნობა შეძლოს. სახლში შეჭრისას...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341