პატრიარქი: განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი მშობლებისადმი

პატრიარქი: განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი მშობლებისადმი

"მადლობა უნდა შევსწიროთ ჩვენს მშობლებს, მათი ლოცვა-კურთხევისთვის და განსაკუთრებული მადლიერება გამოვიჩინოთ ჩვენი მშობლებისადმი", - ამის შესახებ სქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

"ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წელი იყოს ბედნიერი და მშვიდობიანი და სასიხარულო. იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს. უნდა ვიფიქროთ ჩვენს სამშობლოზე.

სამშობლო უპირველს ყოვლისა. რასაც ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორი იქნება მომავალი წელი და რას მოგვიტანს მომავალი წელი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ რას მოუტანთ, რას გავაკეთებთ სამშობლოსთვის. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე. მოღვაწეობა მისი უნდა იყოს სამშობლოს საკეთილდღეოდ. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ასევე იმედით ვუყურებ საქართველოს მომავალს", - განაცხადა მილოცვაში პატრიარქმა.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

3 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237