ხადურმა ლარზე დასმული კითხვის საპასუხოდ EBRD-ის ფორუმზე ისაუბრა

ხადურმა ლარზე დასმული კითხვის საპასუხოდ EBRD-ის ფორუმზე ისაუბრა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე, რომლებიც ლარის გაუფასურებას ეხებოდა, EBRD-ის ფორუმის მნიშვნელობის ახსნით უპასუხა. 

თავდაპირველად, ჟურნალისტებმა ხადურს კითხვა ლარის გაუფასურების მიზეზებზე და საპარლამენტო კომისიის შექმნაზე დაუსვეს. ქვემოთ მოყვანილი განცხადების შემდეგ, ხადურს ლარის გაუფასურების შესახებ კიდევ ერთხელ კითხეს, თუმცა მან კვლავ აარიდა თავი დასმულ კითხვას და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

"უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ შევაჯამეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს პარლამენტში, მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში, იმ ადგილებში, სადაც სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს-ფორუმი და თბილისი გახდება ევროპული და არამარტო ევროპული ბიზნესის ცენტრში.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს გრაფიკის წინსწრებით, ძალიან ბევრ ღირსეულ სტუმარს ველოდებით, რომლებსაც აქვთ ძალიან სერიოზული კონკრეტული წინადადებები საქართველოს ბიზნესთან დაკავშირებით. ბიზნესმენები, ბანკები, მთავრობები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, მოწოდებული არიან, რომ ჩვენ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიციები, ხელი შეუწყონ თავისი ქვეყნის ბიზნესმენებს, რათა გამოიყენონ ის რეალური შესაძლებლობები, რაც საქართველოს გააჩნია",-განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, ლარმა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო.

ალეკო შარვაძის ფოტო.

წულუკიანი: რომ ატყდა ამბავი, ისე გამოვიდა, რომ გვენეტაძეც მე ვარ, შოთაძეც და ლამის გახარიაც

წულუკიანი: რომ ატყდა ამბავი, ისე გამოვიდა, რომ გვენეტაძეც მე ვარ, შოთაძეც და ლამის გახარიაც

4 წუთის წინ

2013 წელს, როდესაც გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკოსი აღარ უნდა იყოს გენპროკურორი, მე ეს გადაწყვეტილება მომწონდა. გავატარეთ ეს რეფორმა. არ იყო სწორი, პროკურორის დანიშვნის. ვისაც პრემიერი ენდობოდა მე ის უნდა წარმედგინა. მე ღიად ვთქვი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080