თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 9 იანვრამდე გაგრძლდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 9 იანვრამდე გაგრძლდება

დღეიდან თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დაიწყო. არდადეგებს წინ უსწრებდა საახალწლო ღონისძიებები, რომელიც ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა.

ახალი წლის მოახლოება ბაღებში ტრადიციული ზეიმებით აღინიშნა, სადაც პატარებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი განასახიერეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ბავშვების მხიარულ წინასაახალწლო განწყობაზე თოვლის პაპებმა და სანტა კლაუსებმაც იზრუნეს.

ყველა ბაღის აღსაზრდელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრები გადაეცა.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

52 წუთის წინ

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186