ალექსანდრე ჯეჯელავა: 2017 წელი ცვლილებების წელი იქნება

ალექსანდრე ჯეჯელავა: 2017 წელი ცვლილებების წელი იქნება

„2017 იქნება დატვირთული სიახლეებით განათლების მიმართულებით, 2017 წელი იქნება ცვლილებების წელი“, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ყველა მიმართულებით 2016 იყო ძალიან დადებითი, სკოლაში გვაქვს პირველიდან მეექვსე კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობის პროცესი დაწყებულია, მასწავლებლის სქემა დავხვეწეთ, გავხადეთ განვითარებაზე ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ პროფესიული მიმართულებით, ძალიან კონკრეტული, გაზომვადი მიღწევები გვაქვს. სკოლის მიმართულებით გაუმჯობესებული გვაქვს შედეგები ზოგიერთი საერთაშორისო კვლევით, სადაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ, ჯერ იქამდე შორია, თუმცა რაღაც პროგრესი გვიჩანს. 

პროფესიული მიმართულებით, დაინტერესება იზრდება, წელს პირველად შეიძლება ითქვას,რომ რიგები იყო პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციაზე, რაც აქამდე არ ყოფილა. წელს პირველად დაიწყო დუალური პროგრამა,სწავლა და მუშაობა ერთდროულად პროფესიულ სასწავლებლებში, ესეც სასიხარულოა. უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გვაქვს, როგორც რეიტინგებში, ასევე სამეცნიერო-კვლევითი პარამეტრებით. ასევე სტუდენტებთან ჩვენი ურთიერთგაგება არის ეფექტური და გაუმჯობესების გზას ვადგევართ. ვახერხებთ რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზეც ყველაფერი რაც არის აქტუალური სტუდენტებისთვის იქნეს გათვალისწინებული და ასევე კანონმდებლობაში. 2017 იქნება დატვირთული სიახლეებით განათლების მიმართულებით, 2017 წელი იქნება ცვლილებების წელი", - განაცხადა ჯეჯელავამ.

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

49 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237