N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა

N17 პენიტენციური დაწესებულების საგანმანათლებლო ცენტრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა,- ამის შესახებ ინფომაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გამოფენაზე 40-მდე მსჯავრდებულის მიერ შესრულებული რელიგიური ხასიათის 200-მდე ხეზე კვეთის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც უნიკალური მასალითა და ტექნოლოგიით არის დამზადებული.

მსჯავრდებულებმა ხეზე გამოკვეთეს არაერთი ფრესკა, მათ შორის ლენჯერისა და ნესგუნის ჯვარცმის ფრესკების ასლები, ასევე, ხეზე გადაიტანეს მე-7 საუკუნის სვანურ საცეცხლურზე გამოსახული ჯვარცმა.

როგორც ხეზე კვეთის მასწავლებელმა, ოლივერ შველიძემ გამოფენის სტუმრებს განუცხადა, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილ ნამუშევრებს ანალოგი არ გააჩნია.

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, მისასალმებელია სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან მსჯავრდებულთა სწავლებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, მათთვის ხელშეწყობა ხატწერისა და ხატკვეთის დაუფლებაში.

„ხეზე ნაკვეთი ხატების გამოფენაზე უნიკალური ნამუშევრებია წარმოდგენილი. მსჯავრდებულებმა ხეში გამოკვეთეს ქართული ხატწერისა და ფერწერის ნიმუშები, რაც აქამდე არ მომხდარა.

ადამიანები, რომლებიც ხელოვნების ასეთ ნიმუშებს ქმნიან, თვითონ ივსებიან რწმენითა და სიყვარულით.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა სულიერი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის,“ - განაცხადა რუსთავის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იოანემ.

ხეზე კვეთის მასწავლებლის, ოლივერ შველიძის განცხადებით, ხეზე კვეთის სწავლასთან ერთად, მსჯავრდებულები ხატწერისა და ხატკვეთის კანონიკას, ასევე, საღვთო ისტორიას ეცნობიან.

„ეს ნამუშევრები უნიკალურია შესრულების ტექნიკის მხრივაც, რადგან ჩვენ მხოლოდ საჭრელი დანებით ვმუშაობთ. როდესაც ხატებს ხეზე ვკვეთავთ, სიკეთესა და სულიერ თემებზე ვლაპარაკობთ, ცუდზე ფიქრის დრო აღარ გვრჩება.

არაერთმა მსჯავრდებულმა, რომელმაც დაწესებულებაში შეისწავლა ხეზე კვეთა, გათავისუფლების შემდეგ, გარეთ გააგრძელა ეს საქმე,“- განაცხადა ოლივერ შველიძემ.

„ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი სამინისტროს ონლაინ მაღაზიის ვებვერდზეა განთავსებული და მათი რეალიზაცია ხდება.

მსჯავრდებულები დაწესებულებაში ნასწავლი ხელობით, გარეთ არჩენენ ოჯახებს,“ - აღნიშნა პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა.

საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საჩუქრები - წიგნები, საეკლესიო კალენდრები და ჟურნალები გადასცეს. 

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

15 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080