სამი ნაბიჯი ფინანსური თავისუფლებისკენ

სამი ნაბიჯი ფინანსური თავისუფლებისკენ

მატერიალური კეთილდღეობა - მსოფლიოში ყველა ადამიანის სასურველი მიზანია, მაგრამ  სხვადასხვა მიზეზების გამო, ის მიუწვდომელი რჩება. უსახსრობა, ვალები და დამატებითი შემოსავლის წყაროების მუდმივი ძიება ხშირ შემთხვევაში მეტყველებს არა შემოსავლების დაბალ დონეზე, არამედ ბიუჯეტის რაციონალურად და ეკონომიურად მართვის უუნარობაზე. ამ დროს კი, ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა  შესაძლებელია მხოლოდ სამი ნაბიჯის გავლის შემდეგ.

ნაბიჯი 1. ბიუჯეტის დაგეგმვა

საკუთარი ფულადი სახსრების კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით - ყოველთვის  ზუსტად უნდა იცოდეთ რამდენი ფული გაქვთ და რას უნდა მოხმარდეს ისინი. ფულადი სახსრების შემოსავალის და ხარჯების მოწესრიგების  მიზნით, გამოიყენება ბიუჯეტის დაგეგმვა  - ერთი თვის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის გეგმის შედგენა, ყველა შემოსავლის და აუცილებელი ხარჯების გათვალისწინებით. ეს არა მარტო გაძლევთ ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას, არამედ განიჭებს გულდაჯერებულობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გრძნობას.

დაგეგმვის მთავარი პრინციპები:

1.    ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლებს.

2.    თითოეული მიღებული საზღაურის გარკვეული ფულადი თანხა უნდა იყოს გადადებული (მაგალითად, სარეზერვო მაგროვებელ ფონდში).

თანხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მაგრამ ოპტიმალურად და ბიუჯეტისთვის უმტკივნეულოდ  ითვლება 10-20%. აღნიშნული ფულადი სახსრები გამოიყენება მხოლოდ არსებული ვალების დასაფარავად ან საგანგებო შემთხვევებისთვის ფულადი თანხების დასაგროვებლად.

3.    სავალდებულო გადასახადები (კომუნალური ხარჯები, ბინის ქირა,  საბავშვო ბაღის გადასახადი და ა.შ.) უნდა იყოს შეტანილი დროულად, ანუ დაგეგმვის დროს, აღნიშნული თანხები უნდა გამოაკლდეს საერთო ბიუჯეტს.

4.    ყველა მიმდინარე ხარჯების დაგეგმვა ხორციელდება  დარჩენილი თანხის საფუძველზე.

უფრო ხშირად დაგეგმვას აკეთებენ ერთი თვის, მაგრამ შეიძლება შეადგინოთ უფრო გლობალური გეგმები. მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში ფულადი სახსრების კონტროლი და დაგეგმვა, საშუალებას მოგცემთ გადადოთ გარკვეული თანხა ზაფხულის დასვენებისთვის, და აგრეთვე გაითვალისწინოთ ხარჯების ისეთი მუხლები, როგორიცაა დაბადების დღის საჩუქრები ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის ან სადღესასწაულო ხარჯები. თქვენ აგრეთვე, შეგიძლიათ დაგეგმოთ ბავშვების სწავლის ფულის დაგროვება ან საკუთარი დამატებითი საპენსიო ფონდი.

ნაბიჯი 2. ხარჯების მინიმიზაცია

ბევრი მიიჩნევს, რომ კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთი გზა - შემოსავლების გაზრდა, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, ფულადი სახსრების უგუნური და გაუაზრებელი ხარჯვის შემთხვევაში, უსახსრობა ადამიანს თან მისდევს, მისი შემოსავლების დონის მიუხედავად. ხარჯების სისტემატიზაცია და მათი მუდმივი კონტროლი -  მხოლოდ წარმატების ნახევარია მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის გზაზე. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა დავხარჯოთ ნაკლები.

1.    შეადგინეთ ყველა თქვენი საყიდლების სია.

ამგვარი სია დაგეხმარებათ ნათლად გაერკვიოთ საყიდლებში და გაანალიზოთ თქვენი ხარჯები. ნუთუ ყველა საყიდლები აუცილებელი იყო? რამდენად ხშირად არსებობს სპონტანური ხარჯვა? ტაქსი, კაფე, გასართობი ჟურნალები, სამკაულები ან სიგარეტი განცალკავებულად ღირს ცოტა, მაგრამ ჯამში თანხა გარდაიქმნება სასიამოვნო ხარჯების მნიშვნელოვან სტატიათ, რომელზეც უმტკივნეულად შეგიძლიათ უარი თქვათ.

2.    საბითუმო შესყიდვები და სეზონური აქციები.

საბითუმო შესყიდვები ან შესყიდვები ფასდაკლების სეზონზე ყოველთვის გპირდება მნიშვნელოვან სარგებელს, თუმცა, არსებობს მეტის, ვიდრე თქვენ გჭირდებათ, ყიდვის საშიშროება   - და, შესაბამისად, თქვენ ხარჯავთ უფრო მეტს, ვიდრე დაგეგმილი იყო.

3.    მაღაზიაში თქვენ უნდა იაროთ მხოლოდ თქვენი საყიდლების სიით

სუპერმარკეტები და მაღაზიები ყველა ხერხს იყენებენ იმისათვის, რომ მყიდველისთვის გაადვილონ ფულთან დაშორების პროცესი. მარკეტოლოგების ხრიკები რომ აიცილოთ თავიდან, თქვენ უნდა მიდიოდეთ საყიდლებზე წინასწარ შედგენილი სიით - მხოლოდ ამ გზით თქვენ აიცილებთ თავიდან  სპონტანურ ხარჯებს და დაზოგავთ ფულად სახსრებს.

4.    რეგულარულად ასიამოვნეთ საკუთარ თავს

მიუხედავად წინა პუნქტებთან აშკარა წინააღმდეგობისა, ეს არის ხარჯების  აბსოლუტურად საჭირო მუხლი. ფინანსური ასკეტიზმი ასევე მავნეა ადამიანისთვის, როგორც უთავბოლოდ  მფლანგველობა, მცირე სიამოვნება კი დადებითად მოქმედებს დაზოგვის სურვილზეც!

ნაბიჯი 3. სასწრაფო ფინანსური დახმარების მექანიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ სარეზერვო ფონდი გროვდება, ცხოვრება არ წყდება, და ამასთან ერთად შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელი პრობლემები, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფულად რეაგირებას. თუ დრო ითმენს, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ უამრავი საბუთი საბანკო კრედიტის ასაღებად,  მაგრამ მიიღოთ სესხი ერთ დღეში,  დაუყოვნებლივ და გაჭიანურების გარეშე, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ონლაინ სესხის გაფორმების შემთხვევაში.

სწრაფი სესხები უფრო მოსახერხებელია და ეფექტური, იმ შემთხვევაში, როდესაც გჭირდებათ მცირე რაოდენობის ფულადი თანხა მოკლევადიანად.   საბანკო სესხთან შედარებით უმნიშვნელოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი კომპენსირდება სესხის გაცემის სისწრაფეთ და მისი დაფარვის ხელსაყრელი პირობებით. თუმცა, ყველა ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ სანდო კომპანიებზე, რომელთა პატიოსნება დასტურდება გამოცდილებით და სათანადო ავტორიტეტით.

 

კომპანია Mamy.ge ონლაინ - სესხი - 1500 ლარამდე ოდენობის სესხის სწრაფად და მარტივად გაფორმების დადასტურებული გზა, მით უმეტესად, რომ პირველი სესხის განაკვეთი  უკიდურესად დაბალია (1,18-7%). კომპანია გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელი დაკრედიტირების პირობებს საქართველოში და სესხის დაფარვის მოსახერხებელ მექანიზმს, როგორიცაა გადაუხდელობის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი და დაფარვის გადავადების თანხის ოდენობის შემცირება სესხის ნაწილობრივად დაფარვის დროს. 

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"დღევანდელი კონფერენცია  იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანიები და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა - ეს...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172