თამარ ჟვანიამ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

თამარ ჟვანიამ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

  • ცესკო
  • 28 დეკემბერი, 2016
  • 15:45
  • ადმინისტრატორი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. თამარ ჟვანია პანსიონატში ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ხანდაზმულებს საჩუქრად საახალწლო ტკბილეული და ცესკოს ბრენდირებული პროდუქცია გადასცა,- ამის შესახებ ინფრომაციას ცესკო ავრცელებს,- ამის შესახებ ინფომაციას ცესკო ავრცელებს.

„მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. თქვენ ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის მატარებლები ხართ. მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენთან ვიმყოფები. როდესაც აქ მოვდივარ, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მოვდივარ ჩემს მშობლებთან. ვფიქრობ, მთავარია ჩვენი ურთიერთობა და ის, რომ ერთმანეთზე ვფიქრობთ“, -აღნიშნა პანსიონატის ბენეფიციარებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 62 ბენეფიციარი ცხოვრობს. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელმა დარეჯან თომაძემ აღნიშნა, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პანსიონატის შენობაში გახსნილი იყო საარჩევნო უბანი, სადაც საკუთარი არჩევანი ყველა ბენეფიციარმა დააფიქსირა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალურ აქციებში მუდმივად არის ჩართული. ხანდაზმულთა პანსიონატში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე მესამედ იმყოფებოდნენ. მსგავსი ტიპის აქციის განხორციელებას ცესკო მომავალშიც გეგმავს.

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

21 ოქტომბერი, 2017

"ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია "პრესმედიის" სახელით ათამდე წარმომადგენელი, რომლებიც მივიდნენ უბნებზე. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088