''ერმა თაყვანი ბებიაჩემს უნდა სცეს''-კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში ქრისტეშობის აღნიშვნა აკრძალა

''ერმა თაყვანი ბებიაჩემს უნდა სცეს''-კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში ქრისტეშობის აღნიშვნა აკრძალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქრისტეშობის აღნიშვნა აკრძალა-ინფორმაციას International Business Times ავრცელებს.

კიმ ჩენ ინის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეაში ქრისტეშობის აღნიშნა და იესო ქრისტეს ხსენება იმის გამო აიკრძალა, რომ „მოსახლეობამ თაყვანი მის ბებიას სცეს“.

„ერმა ამ დღეს იესოს დაბადება უნდა დაივიწყოს და თაყვანი ბებიაჩემ კიმ ჩენ სუკს სცეს“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინის ბებია ჩენ სუკი 1919 წელს, სწორედ შობის დღესასწაულზე დაიბადა და 1949 წელს, გარდაიცვალა. ის ჩრდილოეთ კორეის „რევოლუციის დედად“ მიიჩნევა.

ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და კომუნისტური აქტივისტის, კიმ ირ სუნგის მეუღლე იყო.

დაბადების დღესთან დაკავშირებით მისთვის პატივის მისაგებად, ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეეები ყოველწლიურად მის საფლავს  25 დეკემბერს სტუმრობენ. ჩრდილოეთ კორეაში ასევე ნაძვის ხეები აკრძალეს. 

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს

23 წამის წინ

როგორც მაიკლ პენსი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში დათმობებზე არ წავა. "ეს კიმ ჩენ ინის დიდი შეცდომა იქნება. ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა შეხვედრა გააუქმოს", - განაცხადა პენსმა. პირდაპირ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341