კურორტ მუხურს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება

კურორტ მუხურს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება

კურორტ მუხურში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებულია. საკურორტო სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჩხოროწყუს მუნიციაპალიტეტის სოფელ მუხურში უკვე დასრულდა სათაო ნაგებობის მშენებლობა და დაქსელვითი სამუშაოებო. 900-მდე ოჯახისთვის სასმელი წყალი სახლებამდე მიუყვანეს.

მუხურში წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის მილიონნახევარ ლარამდე დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან დათო გოგუასთან და ადგილობრივის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ამ სოფელს წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, მოსახლეობა წყალს მიმდებარე სოფლებიდან და მდინარიდან ეზიდებოდა, თუმცა გასახარია, რომ დღეს ეს პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობა იღებს სუფთა წყალს.

მუხურში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მუხურის, როგორც კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია რომ განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი.“ – განაცხადა გუბერნატორმა.

მუხურის წყალმომარაგების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

შიმშილობის მე-5 დღე ოზურგეთში - "ნაცმოძრაობის" დეპუტატების პროტესტი გრძელდება

შიმშილობის მე-5 დღე ოზურგეთში - "ნაცმოძრაობის" დეპუტატების პროტესტი გრძელდება

4 წუთის წინ

აღნიშნული მოთხოვნებით მაშტაბური აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს 3 საათზე დაანონსა. სწორედ ამ აქციაზე გახდება ცნობილი რა სტრატეგიით გააგრძელებს ოპოზიცია პროტესტს. ოზურგეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ცემის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167