საბურთალოს გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 375 პროექტი დაუფინანსა

საბურთალოს გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 375 პროექტი დაუფინანსა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ 2016 წელს თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების პროგრამებში 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მიმდინარე წელს გამგეობის პროგრამებიდან სულ 375 პროექტი დაფინანსდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ერთ-ერთი ობიექტი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ გაიოზ ვასაძემ შესაბამისი განყოფილების უფროსთან, ვლადიმერ კაპანაძესთან ერთად დაათვალიერა. სოფელ დიღომში, აღმაშენებლის N60-ში გამგეობის დაფინანსებით, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა. 

2016 წელს საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების დაფინანსებით, განხორციელდა შემდეგი პროექტები: 66 სახურავისა და 81 ლიფტის რეაბილიტაცია, წყალკანალიზაციის სისტემა შეიცვალა 67 მისამართზე, 20 მისამართზე დამონტაჟდა სადარბაზოს კარები, 11 ობიექტზე შეკეთდა წყალსაწრეტი სისტემა, გარემონტდა 68 სადარბაზო, 29 ობიექტზე განხორციელდა სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, სენსორული სანათები დამონტაჟდა 6 ობიექტზე, შეკეთდა 18 კიბე, დაფინანსდა 4 პროექტის მომზადება და 5 დომოფონის სისტემის მონტაჟი. აღნიშნულ სამუშაობზე გამგეობის ბიუჯეტიდან სულ 3 603 010 ლარია დახარჯული."- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

1 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341