ტუღუში: შესაძლოა, ელექტროენერგიაზე ტარიფის შენარჩუნებამ ბიუჯეტიდან სუბსიდირება გამოიწვიოს

ტუღუში: შესაძლოა, ელექტროენერგიაზე ტარიფის შენარჩუნებამ ბიუჯეტიდან სუბსიდირება გამოიწვიოს

სემეკმა "ენერგო პრო ჯორჯიას" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო და 0.4 კვ ძაბვის კომერციული მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო ხელისუფლების მხრიდან. ტუღუშის არ გამორიცხავს, რომ გამოვრიცხავ ამან გამოიწვიოს ბიუჯეტიდან სუბსიდირების აუცილებლობა.

"ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ თუ სემეკი არ გაზრდის ტარიფებს ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა ხელისუფლების მხრიდან, რომ არ მოხდეს ტარიფის შეცვლა მომხმარებლებისთვის, მაგრამ ამავდროულად ვსაუბრობდით იმ რისკებზე რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს. ეს უკავშირდება ბიუჯედიტან სუბსიდირებას, გარდა ამისა ამორთვებს შუქის, რაც ძალიან გახშირებულია, როგორც დედაქალაქში ასევე მის გარეთ. აქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა არანაირად არ არის გამოსავალი. მე მესმის ძალიან კარგად, რომ ხელისუფლება ბოლომდე ცდილობს რამენაირად დაიჭიროს ეს ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი მკვეთრად არის დავარდნილი მას შემდეგ რაც ბოლოს მოხდა ტარიფის კორექტირება სემეკის მიერ. 

ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენთვის, რადგან ეს სავარაუდოდ პრობლემებს შეუქმნის მთლიანად ენერგეტიკის დარგს. გარდა ამისა არ გამოვრიცხავ ამან გამოიწვიოს ბიუჯეტიდან სუბსიდირების აუცილებლობა. ბიუჯეტში რა მდგომარეობაა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. რეალურად ეს ნამდვილად არ არის გამოსავალი, ამან შეიძლება უფრო დიდი პრობლემები შექმნას", - განაცხადა ტუღუშმა ტელეკომპანია "პირველთან". 

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

1 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186