GWP: ვაზისუბნის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდა

GWP: ვაზისუბნის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდა

ვაზისუბნის I, II, III, IV მ/რაიონებს წყალმომარაგება შეეზღუდა და 00:00 საათიდან აღუდგება,-ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. 

"ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში, მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 400მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ამორტიზებული ქსელის 5 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამუშაოების წარმოება რამოდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 25 დეკემბერს 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაზისუბნის I, II, III, IV მ/რაიონებს;


წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს",-აღნიშნულია განცხადებაში. 

 

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

1 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341