GWP: ნაძალადევის რაიონს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს

GWP: ნაძალადევის რაიონს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს

ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მ/რ-ს N154 სკოლასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თუჯის 900მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფი და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 3 მეტრის სიღრმეში, ქვაბულშია მოქცეული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. აღნიშნულია გამო დღეს ნაძალადევის რაიონს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს,- ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

"სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 25 დეკემბერს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ნაძალადევის რაიონში:

სარაჯიშვილის, გურამიშვილის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს, ანდრონიკაშვილის მე-2 და მე-3 შესახვევებს, ფეიქრების და მიმდებარე ქუჩებს, თემქის 4 მ/რ და 1 მ/რ-ის ნაწილს, თემქის 11 მ/რაიონის კვარტლებს. ასევე დადიანის 2 მ/რ-ს, ჩარგლის, იმერეთის, სააკაძის, ურიდიას და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებსწინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელიხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს."-  აღნიშნულია GWP-ის მიერ გავრცელებულ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

4 წუთის წინ

"მირზა სუბელიანი სასამართლოში ვნახე და მომისამძიმრა. მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, მე სახლში არ ვიყავი. ჩემი მეუღლე იყო. ბიბლია და ხატი გადმომცა საჩუქრად. მირზა სუბელიანის შვილის ა.ს. წინააღმდეგ არც ხულიგნობის მუხლით, არც...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167