ვაშაძე: „პროექტები რომლებსაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის"

ვაშაძე: „პროექტები რომლებსაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის"

უკრაინაში „ინოვციებისა და განვითარების ფონდის“ მიერ განხირციელებულ და დაგეგმილ პროექტებს ქართული მედიის წამომადგენლები კიევში გაეცნენ. გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ  უკრაინაში  რამდენიმე პროექტი წამოიწყო. მათ შორის არის ე.წ. იუსტიციის სახლები რომელიც უკრაინაში „გოტოვოს“ სახელითაა ცნობილი. რამდენიმე მათგანი უკვე წარმატებით ფუნქციონირებს, პროექტის დასასრულს კი უკრაინაში სულ 30-მდე თანამედროვე სტანდარტების მომსახურების ცენტრი ამოქმედდება. სადაც მოქალაქეები სახელმწიფო სერვისებს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

ინოვაციებისა და განვითარების ფონდი უკრაინაში იუსტიციის სახლების პროექტის პარალელურად პეტრო პოროშენკოს პარტიის სტრუქტურის რეფორმირებას  და ახალი თანამედროვე მართველობის სტრუქტურას ნერგავს. პროექტის ტრენერთა განცხადებით, პროექტის მიზანია, პარტიულ მმართველობაში მოხდეს ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდეციაბის დანერგვა იმ პოლიტიკური გამოწვევების ფონზე რის წინაშეც ახლა უკრაინის მთავრობა დგას.

„პროექტები რომლებსაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინოვაციური ხასიათით, ასევე ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის.  ამ რეფორმების გატარების შემდეგ საფუძვლიანად შეიცვლება პარტიული მენჯმენტი და ქვეყანა გადავა ახალი ტიპის მართველობაზე.  პროექტი არის ინოვაციური როგორც უკრაინაში ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენი ქვეყნისა და უკრაინის პრობლემები და გამოწვევები თითქმის იდენტურია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი რომ საქართველოს ყავდეს ძლიერი და წარმატებული მოკავშირე უკრაინის სახით.“  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებბულ შეხვედრებს ესწრებოდა უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ბერეზენკო, რომელმაც  გიორგი ვაშაძეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და რეფორმებისთვის, რომელსაც „ახალი საქართველოს“ ლიდერი უკრაინაში ანხორციელებს.

მედიატურის ფარგლებში, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ტარდება, ქართველი ჟურალისტები ვიცე-პრემიერს, უკრაინის რადას დეპუტატებს და მთავრობის წამომადგენლებს შეხვდნენ.

 

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341