ირაკლი მეძმარიაშვილი: ეს არის პირველი არჩევნები, სადაც სამთავრობო კანდიდატი არ არსებობს

ირაკლი მეძმარიაშვილი: ეს არის პირველი არჩევნები, სადაც სამთავრობო კანდიდატი არ არსებობს

სასტუმრო "რადისონში" ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი, ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებენ.

მეძმარიაშვილის თქმით, ეს არის პირველი არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში, სადაც არ არის სამთავრობო კანდიდატი.

„მე გამარჯვებისთვის მოვედი და განწყობაც ასეთია, გამარჯვების. ეს არის პირველად, ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში, სადაც არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დელეგატებისთვისაც“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

"შერიფისა" და "ტორპედოს" განმეორებითი დაპირისპირება ხვალ გაიმართება

"შერიფისა" და "ტორპედოს" განმეორებითი დაპირისპირება ხვალ გაიმართება

2 საათის წინ

კახა ჩხეტიანის გუნდი მოლდოვაში 15 ივლისს გაფრინდა და პირველი ვარჯიშიც გამართა. ქუთაისელებმა მოლდოვურ კლუბს პირველი თამაში 2:1 მოუგეს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ხელს ფრეც აძლევს. "შერიფისა" და "ტორპედოს" დაპირისპირებას, დანიელ მსაჯთა...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052