ზაფხულში ბახმაროს წყლის პრობლემა აღარ ექნება

ზაფხულში ბახმაროს წყლის პრობლემა აღარ ექნება

გურიის გუბერნატორის განცხადებით, უახლოეს მომავალში კურორტი ბახმარო  წყლით უზრუნველყოფილი იქნება. 

კურორტ ბახმაროს წყლის სისტემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით "აიპრესთან" გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ ისაუბრა.

"ნუ წარმოვიდგენთ, რომ ბახმაროში ვინმეს შეიძლება წყალი გადავუკეტოთ და გრაფიკით მივაწოდოთ, ასე არ არის.

საქმე ისაა, რომ ბახმაროში არსებული წყლის სისტემა მხოლოდ და მხოლოდ არსებულ ბუნებრივ წყაროებზეა აწყობილი.

წყარო არის მთაში, იქიდან წყალი თვითდინებით, შლანგით არის გამოყვანილი.

ზაფხულში, აგვისტოში, როცა შედარებით ნაკლები მოდინება ხდება, მაშინ არის დეფიციტი.

სწორედ ამიტომ კეთდება წყალშემკრები ავზები, რომელიც ასევე მიიღებენ დებეტის სახით წყალს ამ წყაროებიდან.

დაქსელვის შემთხვევაში, როდესაც ავზი ავსებული იქნება, ყველა კოტეჯი მიიღებს უკვე წყალს, რომელიც თანაბრად იქნება გადანაწილებული."- განაცხადა გია სალუქვაძემ.

ავტორი: ნათია ჩხაიძე

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

13 წუთის წინ

ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167