პროექტში #მოდიწავიდეთ მონაწილეობა 10 სკოლის 80-მა მოსწავლემ მიიღო

პროექტში #მოდიწავიდეთ მონაწილეობა 10 სკოლის 80-მა მოსწავლემ მიიღო

#მოდიწავიდეთ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად განახორციელა. მასში თბილისის 10 სკოლის 80 მოსწავლე მონაწილეობდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის ცენტრი ავრცელებს. 

"პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების ჩვენება და ინიციატივების წახალისება, რომ მათ სკოლის შემდგომი დრო დაგეგმილად და ეფექტიანად წარმართონ. პროექტის საშუალებით ახალგაზრდები ტექნოპარკში შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებულ მომხსენებლებს, რომლებმაც მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი იდეები და გამოცდილებები. მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურიც მოეწყო. ტექნოპარკში თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეების განვითარებისთვის.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროგრამას/პროექტს ახორციელებს. მათი მიზანია სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. პრევენციული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოზარდების ინიციატივების წახალისებაცაა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს. მსგავსი პროექტები რეგიონებშიც ჩატარდება."

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

ზაზა სარალიძე: მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, ბიბლია და ხატი დამიტოვა საჩუქრად

5 წუთის წინ

"მირზა სუბელიანი სასამართლოში ვნახე და მომისამძიმრა. მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, მე სახლში არ ვიყავი. ჩემი მეუღლე იყო. ბიბლია და ხატი გადმომცა საჩუქრად. მირზა სუბელიანის შვილის ა.ს. წინააღმდეგ არც ხულიგნობის მუხლით, არც...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167