GWP: თბილისის 5 რაიონს წყალმომარაგება ხვალამდე შეეზღუდება

GWP: თბილისის 5 რაიონს წყალმომარაგება ხვალამდე შეეზღუდება

ნაძალადევის რაიონში, რიონჰესის ქ N18-თან კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.

"ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 22 დეკემბერს 13:30სთ-დან 23 დეკემბრის, 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას;

ნაძალადევის რაიონში: თიანეთის ქუჩის N97-დან N137, N86-დან N104, ჩარგლის ქუჩის N1-დან N71, N2-დან N56, სანზონის ქუჩის ნაწილს, გუდამაყრის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: თამარ მეფის გამზირს:

ჩუღურეთის რაიონში: ზაზიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში: ფშავის, შილდის, ახალდაბის, ოძისის, ჟონეთის, მარტყოფის, დმანისის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

"გორის ისკანდერი"- საქართველოს "ოქროს სამხილი" სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ

1 საათის წინ

დღეს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმის "საქართველო რუსეთის წინააღმდე"  დასკვნითი სხდომა გაიმართება. 2008 წლის ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319