დავით სერგეენკო: ლარის საკითხი ყველას აფიქრებს და ადარდებს

დავით სერგეენკო: ლარის საკითხი ყველას აფიქრებს და ადარდებს

"ლარის საკითხი ყველას აფიქრებს და ადარდებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, სერგეენკომ ლარის კურსთან დაკავშირებით დეტალური განმარტება არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური გუნდის პრეროგატივაა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ლარის კურსის საკითხი ძალიან სპეციფიურია და ვფიქრობ, ამაზე ჩემი ექსპერტიზა საკმარისი არ არის. მთავრობის სხდომაზე ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა იყო, ეს აქტუალური საკითხია, თუმცა, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა ამ წუთას ჩამოსვლა რომ ვერ შეძლეს, არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ განმარტებები არ იქნება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

6 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080