რუსეთის ვიცეპრემიერი: რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს საფრთხე არ ემუქრება

რუსეთის ვიცეპრემიერი: რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს საფრთხე არ ემუქრება

რუსეთის ვიცეპრემიერის, ვიტალი მუტკოს თქმით, არ არსებობს საფრთხე, რომ 2018 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა რუსეთს ჩამოართვან.

"შეიძლება დილით გაიღვიძო და გითხრან, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას გართმევ. რას ნიშნავს "გართმევ?", გადაიხადე, შემდეგ ჩამომართვი. ამ თვალსაზრისით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაზღვეულია. რამდენად? ეს უკვე ჩვენი საქმეა", - განაცხადა მუტკომ.

შეგახსენებთ, მასობრივი დოპინგსკანდალის გამო, ფიფა პროფესორი რიჩარდ მაკლარენის ანგარიშს, სადაც 1000-ზე მეტ რუს სპორტსმენსა და მწვრთნელს ადანაშაულებენ, გამოიძიებს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დადებით რეზულტატს აჩვენებს, ფიფას ეთიკის კომიტეტის მაღალჩინოსნების თქმით, ორგანიზაცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ბობსლეისა და სკელეტონში 2017 წლის თებერვალში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა რუსეთს 2 თვით ადრე ჩამოართვეს.

ბუფონმა შვილები "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

ბუფონმა შვილები "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

15 საათის წინ

ლეგენდარული მეკარე ტურინის "იუვენტუსს" 17-წლიანი ისტორიის შემდეგ, შაბათს, "ვერონასთან" შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა. ჯიჯის შეთავაზება ინგლისური "ლივერპულის" თავკაცმაც, იურგენ კლოპმაც გაუკეთა, თუმცა, უკვე აშკარაა, რომ იტალიელი...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341