ნათია ფანჯიკიძე: ეკლესიის მიზანმიმართული დაშლა საზოგადოების დიდ ნაწილზე ცუდად იმოქმედებს

ნათია ფანჯიკიძე: ეკლესიის მიზანმიმართული დაშლა საზოგადოების დიდ ნაწილზე ცუდად იმოქმედებს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ეკლესიის მინაზმიმართული დაშლა მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოებაზე ცუდად იმოქმედებს. მისივე თქმით, ეკლესია ადამიანების გამხნევებაზე უნდა ზრუნავდეს და არ შეიძლება მას აშინებდეს. აღნიშნულზე მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"ეკლესიაში შეიძლება ვიღაცის აზრს ვინმე არ დათანხმებოდა, მის წიაღში შეიძლება, რა თქმა უნდა, ყოფილიყო კამათი რაღაცაზე, რაც სრულიად ნორმალურია, სადაც რამდენიმე ადამიანია, იქ რა თქმა უნდა, დაჯახებაც არის და კონფლიქტიც, მაგრამ ესეთი მიზანმიმართული დეგრადაცია, თითქოს, დაშლა ეკლესიის, როდესაც ემთხვევა ეს საზოგადოებაში ყველა მხრივ ნიჰილიზმის და უნდობლობის განვითარებას, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილზე იმოქმედებს ცუდად. 

მე მეჩვენება, რომ ამაში რაღაც მიზანმიმართულობაც შეიგძნობა, შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური განცდა იყოს, არ ვიცი ვის დავაბრალო, რას დავაბრალო, ალბათ ვიღაცას ვინც ჩვენი მტერია, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი დაქუცმაცება, დიფორიის შეტანა საზოგადოებაში, რაშიც რას ვგულისხმობთ იცით? ძალიან ხშირად როცა ჩემთან მოჰყავთ ხოლმე ბავშვი, ახალგაზრდა ადამიანი, პაციენტი და აღმოჩნდება, რომ დამფრთხალი დედა მას ეუბნება, რომ გადასავლელზე არ გადახვიდე, მანქანა არ დაგეჯახოს, იმათ არ დაელაპარაკო სანდო არ არიან, იქ არ წახვიდე ღამე, ეს საშიშია, ის საშიშია და საკუთარი შიშის ინდუცირებას ახდენს ბავშვში და ბავშვი ყალიბდება ნერვოტულ ადამიანად, რომელსაც ეშინია ყველაფრის, ის არის დამრთხალი პიროვნება და ასე ვთქვათ, მამები, რომლებსაც აკითხავს მრევლი იმისთვის, რომ მოიპოვოს სიმშვიდე, არ შეიძლება ეს მამები იყვნენ შეშინებულნი, შეშინეული კაცია შეიარაღებული ხომ? ხან ტაბურეტკით, ხან დანით. არ შეიძლება რომ აშინებდეს მამის სახე ასე ვთქვათ მრევლს, რომ იცით რა, სტუმარს თუ მიიღებთ მისი რელიგია გადმოგედებათ, კინოს თუ ნახავთ რაღაცა შეცვლება თქვენში ცუდისკენ, თუ იმღერებ ეშმაკი ჩაგისახლდება, პირიქით, მამის სახე გვინდა იმისთვის, რომ ამ ისედაც დაჩაჩანაკებულ ერს, რომელაც თითქოს წარუმატებლობის განცდა აქვს ყველაფერში, ამას ემატება კიდევ წაგებული ომების სინდრომი, მერე კიდევ ძალიან ბევრი მარცხი, მარცხი ეკონომიკური თვალსაზრისით, ვერ შემდგარი პიროვნებების ოჯახების თვალსაზრისით და ამ ადმაიანებს რომ კიდევ ეუბნები იმის მაგივრად, რომ შენ ხარ ძლიერი, გამოგივა ყველაფერი, რომ შენ ქართველი ხარ, გაქვს რწმენა და ვერაფერი მოგერევა, გამხნევების ნაცვლად, გამოდის რომ პანიკურ ისტერიული რბოლა მიდის ყველაფრის მიმართ",-განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ. 

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

18 წუთის წინ

პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273