თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ლ.მ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი: 1984 წელს დაბადებული გ.ქ. და 1988 წელს დაბადებული ლ.გ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა, გ.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, "იჟ-17"-ის მოდელის 3 არარეგისტრირებული ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 23 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ლ.გ.-ს და ლ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას - "რგდ-5"-ის ტიპის ხელყუმბარა, "უზრგმ“"-ის ტიპის ამფეთქი ფალია, თვითნაკეთი რევოლვერი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

3 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207