თეა წულუკიანი: ვიმედოვნებ, გაისად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნება

თეა წულუკიანი: ვიმედოვნებ, გაისად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს შესრულდება ერთ-ერთი ვალდებულება, კერძოდ შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.

"ჩვენი მიმართულებით, ვფიქრობ, ბევრი წარმატება გვაქვს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით იუსტიციის სფეროში. აქ იგულისხმება სისხლის, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის მართლმსაჯულებაში არა მხოლოდ სასამართლო, არამედ პროკურატურა, ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი და ზოგადად ადამიანის უფლებების უფრო მაღალი ხარისხი.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და დიდი იმედი მაქვს, რომ გაისად, მაგალითად, იმ ვალდებულებას შევასრულებთ, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელსაც ექნება მხოლოდ საგამოძიებო ფუნქცია და პროკურატურა დაიტოვებს დევნის ფუნქციას. მაგრამ გამომძიებლები იქნებიან დამოუკიდებელი ორგანოს გამომძიებლები, რათა მაგალითად, თავდაცვის სფეროში ჩადენილი არასათანადო მოპყრობა, არაფერს ვამბობ წამებაზე, არ გამოიძიოს ისევ თავდაცვის სამინისტროს გამომძიებელმა. ასევე იქნება პოლიციაში.

ანუ, სამართალდამცველის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უნდა გამოიძიოს ამ სტრუქტურისგან დამოუკიდებელმა გამომძიებელმა, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია დარჩება პროკურატურას. ეს არის ის მაგალითი, რაც ისევ შესასრულებელი გვაქვს",- განაცხადა წულუკიანმა.

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

26 წუთის წინ

“დღეს პირველად გამოვკითხავთ შესაბამის პირებს, კონკრეტულად აქ საუბარია დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებზე. ჩვენთვის საინტერესოა მათი უშუალო ინფორმაცია, თუ რას ფლობენ, რა შეკითხვები აქვთ ამ ადამიანებს. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, ამ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167