ზურაბ პატარაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა

ზურაბ პატარაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა

დღეს აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წერილობით წარუდგინა.

მოგვიანებით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ზურაბ პატარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ინგა შამილიშვილი, ხოლო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ზაალ მიქელაძე წარადგინა.

რაც შეეხება აჭარის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ამ თანამდებობებზე მყოფი რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე რჩებიან განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ შერჩეულია გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.

ზურაბ პატარაძე მინისტრობის კანდიდატების შეფასებეის, აცხადებს, რომ გამოცდილი, ეფექტური მენეჯერები შეარჩია, რომლებიც სხვადსხვა პროექტის განხორციელებაში აქტიურად მოანწიეობდნენ და მოსახლეობის პოზიტიური განწყობით სარგებლობენ.

ზურაბ პატარაძეს დღეს არ დაუკონკრეტებია სად გააგრძელებენ საქმინობას ყოფილი მინისტრები, ისინი ვინც განახლებულ გუნდში არ არიან წარმოდგენილი. ბოლო თვეების განმავლობაში ჯანდაცვის უწყებას ლევან გორგილაძე ხელმძღვანელობდა.

მანამდე ის იყო მინისტრის მოადგილე. რატომ ვერ მოხვდა განახლებულ სამთავრობო გუნდში და სად გააგრძელებს საქმიანობას ისინი, დღეს, ამასთან დაკავშირებით პატარაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.

25 მაისის 00:01- დან - 25 მაისის 09:00 საათამდე სამტრედიაში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

25 მაისის 00:01- დან - 25 მაისის 09:00 საათამდე სამტრედიაში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

2 საათის წინ

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054