პაატა შეშელიძე: მალე სესხის აღება შეუძლებელი გახდება

პაატა შეშელიძე: მალე სესხის აღება შეუძლებელი გახდება

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმაზე საუბრისას “აიპრესთან” აცხადებს, რომ მალე სესხის აღება შეუძლებელი გახდება.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმაზე საუბრისას “აიპრესთან” აცხადებს, რომ მალე სესხის აღება შეუძლებელი გახდება.

“ამ ცვლილებებში ჩადებულია ნაღმი, რომელიც დღეს შეიძლება კარგად არ ესმით, მაგალითად საერთოდ სესხის აღება იქნება ტექნიკურად შეუძლებელი”,-განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბანკები მათთან საკმაოდ წარმატებულად თანამშრომლობენ…

რას ნიშნავს წარმატებულად თანამშრომლობენ, ქეიფობენ ერთად? ანუ ბანკებთან თანამშრომლობენ რომ ხალხი გადართონ? ამაზე საუბრობთ, ამაზეა ლაპარაკი? კონკრეტული შედეგი რა არის ამ თანამშრომლობის ხალხის გადართვა? ბანკებს დაპირდნენ სუბსიდირებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას და კი ბატონო კარგია მუქთად მიიღო შემოსავალი ხო? მაგრამ რის ხარჯზე კეთდება ეს ყველაფერი?

საუბრობდით იმაზე, რომ სესხის აღება გახდება შეუძლებელი, რა განაპირობებს ამას?

მათ გეგმაში საუბარია იმაზე, რომ 100 000 ლარამდე სესხი არ შეიძლება დოლარში გაიცეს, ონლაინ სესხების აკრძალვაზეა საუბარი, თვითონ თქვეს, მე კი არ დავაბრალე.

მთავრობის არგუმენტია, რომ მოსახლეობას, შემოსავალი ლარში აქვს და სესხის აღებაც ლარშივე იქნება უმჯობესი

როგორ იქნება უმჯობესი? მაგალითად გინდათ შეიძინოთ ბინა, რომელიც იყიდება დოლარში.

ლარით ფასდადებაზეც იყო საუბარი…

რა მნიშვნელობა აქვს ფასს რა ვალუტით დაადებ, ხომ ვერ მაიძულებ რომ ლარშივე გავყიდო? მთავარია ოპერაცია როგორ შედგება. მანქანა რომ დოლარში იყიდება, თქვენ სესხი ლარში უნდა აიღოთ, მოგიხდებათ შემდეგ დოლარში გადახურდავება და ასე გადახდა. წარმოგიდენიათ დღეს დავადო ბინას 600 ლარი და ხვალ იგივე ეღირება? რა სისულელეა, დღეში ორჯერ უფასურდება ლარი”,-განაცხადა პაატა შეშელიძემ.

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

44 წუთის წინ

2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207