ემზარ ჯგერენაია: "საქართველოს, როგორც ჰაბის ქვეყანას ეჭვის თვალით ვუყურებ"

ემზარ ჯგერენაია: "საქართველოს, როგორც ჰაბის ქვეყანას ეჭვის თვალით ვუყურებ"

“მე ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ საქართველოს, როგორც ჰაბის ქვეყანას, რადგან ეს არის ძალიან პატარა მოსახლეობის ქვეყანა, ბაზარი ძალიან პატარაა”, – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია. ჯგერენაიას თქმით, საქართველოს ჰაიტექ ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივა არ აქვს, რადგან ამ მხრივ მსოფლიოში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა.

“მე ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ საქართველოს, როგორც ჰაბის ქვეყანას, რადგან ეს არის ძალიან პატარა მოსახლეობის ქვეყანა, ბაზარი ძალიან პატარაა. მსხვილი მეზობლები გვყავს თურქეთის, ირანის და იგივე რუსეთის სახით. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ ჩვენ ჰაიტექის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი და ეს გადაარჩენს საქართველოს.

ჰაიტექი განვითარებული ქვეყნისთვის უსაფრთხოების დონეზეც არის აყვანილი. ჩვენ რომც გვქონდეს ამის საშუალება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ თუ რაიმეს გამოვიგონებთ იმ წუთში ამერიკელები იყიდიან და ან ვთქვათ კორეელები და ჩვენ არ დაგრჩებათ ამისთვის ბაზარი.

მთავარია რომ ჩვენ მოვნახოთ მსოფლიოში ჩვენი ადგილი, მეოთხე იარუსი იქნება ეს, თუ მეხუთე იარუსი. იგივე ეხება დიდი ოდენობით დამატებით ღირებულების გადასახადის მქონე მწარმოებელს. რომ ავიღოთ ფარმაცევტული ბაზარი – ჩვენ ვიცით, რომ ფარმაცევტულ გიგანტებთან ჭიდილში, რაც მიდის მსოფლიოში – საქართველოს ადგილი მკაცრად რომ ვთქვათ არ არის. რეალისტური გეგმით უნდა ვიმოქმედოთ და არა ის რომ ჩვენ ახალ ნოუჰაუ ჰაიტექს მოვიფიქრებთ და ამით გავხდებით მსოფლიოში საინტერესო”, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

ბახტაძე: 2011-12 წლებში დაზარალებულ გადამხდელებს 450 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

ბახტაძე: 2011-12 წლებში დაზარალებულ გადამხდელებს 450 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

15 საათის წინ

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე ეკონომიკაში, ამას აქვს კონკრეტული პასუხები. 2011-2012 წლებში მოხდა, მნიშვნელოვან წილად არასამართლიანად, საგადასახდო დავალიანების დაგროვება, რამაც ბევრი გადამხდელი დატოვა რეალურად ეკონომიკის მიღმა...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151