საქართველოში შესაძლოა დისტანციური სწავლება შემოიღონ

საქართველოში შესაძლოა დისტანციური სწავლება შემოიღონ

საქართველოში შესაძლოა, დისტანციური სწავლება შემოიღონ. ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტია.

კანონპროექტის შესაბამისად, დისტანციური სწავლება გულისხმობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად სასწავლო პროცესს ან მის ნაწილს.

პროექტის თანახმად, დისტანციური სწავლებით, სასწავლო პროცესი კომპიუტერული პროგრამებით წარიმართება, რომელიც აუცილებელი იქნება სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის და ა.შ.

დისტანციური სწავლება განხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის კომუნიკაციას ერთსა და იმავე დროს.

„დისტანციური სწავლების შემოღებით ხელი შეეწყობა საქართველოში მიღებული განათლების პოპულარიზაციას, რამდენადაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დისტანციური სწავლება მნიშვნელოვანია, როგორც დიასპორის წარმომადგენლებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის, ასევე კონკრეტული საგნების მიწოდებასთან დაკავშირებით

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

2 საათის წინ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237