შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში ტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია

შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში ტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია

  • iRegions.Ge
  • 12 დეკემბერი, 2016
  • 09:29
  • ადმინისტრატორი
მეორე კვირაა თოვს. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 40-60 სმ-ია, ხოლო მაღალი ზონის ცალკეულ სოფლებში 2 მეტრს აღწევს,- ამის შესახებ ინფრომაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, მაღალ ზონაში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
დაბალ ზონაში ორხიდიანი ტრანსპორტი გადაადგილდება. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ელექტრომეურნეობის აღდგენის სამუშაოები და ღამის საათებში აბონენტთა 80 %-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა წყალსაყრის, შუბნის, ნაწილობრივ ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას.
ხაზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში ენერგიის მიწოდება ყველა აბონენტთან აღდგენილი იქნება.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით დილიდან მუშაობას დაიწყებს 10-12 ერთეული ტექნიკა და გაიწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზები.
გუშინ გაიწმინდა დაბა შუახევის ქუჩები. მუშაობს ყველა საჯარო სკოლა, გარდა სხეფისა.
დითთოვლობის გამომეცადინეობა შეწყვეტილია უჩამბის ბაგა-ბაღში. 
საგანგებო შტაბი მუშაობა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

The post შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში ტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია appeared first on iRegions.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 საათის წინ

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080