ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ჩ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 75 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,98777 გრამ მეტადონს შეიცავს. ასევე, ამოღებულია 9,2 გრამი ტრამადოლის შემცველი 64 აბი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით).

პროკურატურა: ეკონომიკის სამინისტროში და კიდევ 2 უწყებაში, საგამოძიებო პროცედურებს ვატარებთ

პროკურატურა: ეკონომიკის სამინისტროში და კიდევ 2 უწყებაში, საგამოძიებო პროცედურებს ვატარებთ

22 საათის წინ

ინფორმაციის გადასამოწმებლდა "აიპრესი" მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.  "აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება, თუმცა ეფექტური გამოძიების მიზნით ტარდება სხვადასხვა საპროცესო მოქმედება", - გვითხრეს პროკურატურაში.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080